Робота для біженців з України
სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის თანამდებობაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპეტენციის ფარგლებში, კლინიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (საყოფაცხოვრებო ინვენტარის) მოვლა/შეკეთება;
** სამეურნეო და ტექნიკური კუთხით წარმოქმნილ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მოგვარების უზრუნველყოფა;
** შენობა ნაგებობაში არსებული დაზიანებული ინვენტარის აღდგენა-შეკეთება;
** კომპეტენციის ფარგლებში, სამეურნეო, სატელეფონო და ელ.ქსელების მოვლა/შეკეთება;
** კომპეტენციის ფარგლებში, კლინიკის შენობა-ნაგებობაში მიმდინარე მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
** საორიენტაციო ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობის მიღება;
** საქმიანობის შესრულება უსაფრთხოების ნორმების დაცვით;
** უშუალო უფროსის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან ან/და გამომდინარეობს აღნიშნული პოზიციის კონტექსტიდან;
** კომპანიის შინაგანაწესის, პოლიტიკების, გაიდლაინების, ინსტრუქციებისა თუ სხვა სავალდებულო შესასრულებელი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში

კომპეტენციები:

** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვა/ორგანიზების უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: adeishviliclinic@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე