Робота для біженців з України
უფროსი ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი პროკრედიტ ბანკის მარკეტინგის გუნდში!

"პროკრედიტ ბანკი" უკვე 26 წელია, რაც საქართველოშია. ბანკი გერმანული პროკრედიტ ჰოლდინგის ჯგუფის წევრია, რომელიც ფრანკფურტის სავაჭრო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია და 12 ქვეყანაში ოპერირებს. რაც განსაკუთრებულს ხდის ბანკს საქართველოს ბაზარზე, ევროპული სტანდარტები და ღირებულებებია. ისტორიის მანძილზე ბანკი აქტიურად ვითარდებოდა, როგორც ბიზნესის მომსახურების, ასევე ფიზიკური პირების მომსახურების სეგმენტში.

საცალო მიმართულების განვითარება და ბრენდის ცნობადობის ამაღლება ბანკის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მნიშვნელოვან კონტრიბუციას შეიტანს საცალო მიმართულების და ბრენდის განვითარების პროცესში.

უფროსი ბრენდ მენეჯერის როლი ძირითადად რითეილ მიმართულების პროდუქტულ კომუნიკაციას მოიცავს, თუმცა ნაწილობრივ ასევე დაფარავს ბრენდ კომუნიკაციის და კონტენტ მარკეტინგის მიმართულებასაც:

ვაკანსია: უფროსი ბრენდ მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** საცალო მიმართულების პროდუქტების კომუნიკაცია, მათ შორის კამპანიების დაგეგმვა, მართვა და შედეგების მონიტორინგი
** კრეატიულ სააგენტოსთან კომუნიკაცია, დავალების შემუშავება
** კამპანიის იმპლემენტაცია საკუთარ და გარე არხებში გუნდთან ერთად
** ბიზნეს მიმართულებასთან აქტიურად მუშაობა, მათი საჭიროებების დადგენა და მარკეტინგული მხარდაჭერა
** ბრენდული კომუნიკაციების კონტრიბუცია, მათ შორის სასპონსორო პროექტების შერჩევა, შესაბამისი კონტენტის დაგეგმვა და განხორციელება გუნდთან ერთად
** ბანკის სტრატეგიისა და ბიზნეს მიზნების შესაბამისი KPI-ების შემუშავება და მართვა
** პარტნიორ მედიებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან კოორდინაცია პროდუქტული და ბრენდული კომუნიკაციის ჭრილში
** საცალო მიმართულების მარკეტინგული ბიუჯეტის შემუშავება და მართვა
** ბრენდის აქტივობების (მათ შორის ღონისძიებების) დაგეგმვა და კოორდინაცია
** პროდუქტული სიახლეების და ბრენდის ცნობადობის ასამაღლებელი კომუნიკაცია შიდა არხებში
ჰოლდინგთან კომუნიკაცია

მოთხოვნები:

** მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5 წელი
** კამპანიების, პროდუქტული კომუნიკაციების მართვის გამოცდილება სხვადასხვა არხებში
** საბანკო ან რითელ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** კრეატიულ სააგენტოსთან მუშაობის გამოცდილება
** კარგი კომუნიკაციის და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა

ჩვენი იდეალური კანდიდატი:

** მოტივირებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
** გუნდურ გარემოში ეფექტურად მომუშავე;

დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "უფროსი ბრენდ მენეჯერი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21/10/2025

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე