Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=672637&print=yes&view=jobs
 
ინფლუენსერებთან კომუნიკაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფლუენსერებთან კომუნიკაციის მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ინფლუენსერებთან კომუნიკაციის მენეჯერის (არამედიკამენტების დეპარტამენტში) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ინფლუენსერებისა და დარგის სპეციალისტების მოძიება, შერჩევა, მართვა და განვითარება;
** კონტრაქტებისა და ანაზღაურების პირობების შეთანხმება;
** ინფლუენსერებისა და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** KPI-ების შესრულების შეფასება და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** გადაღებებისა და ღონისძიებების ორგანიზება ინფლუენსერებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად;
** ღონისძიებებისა და სხვა კომუნიკაციური აქტივობების საორგანიზაციო პროცესებში ჩართულობა;
** AI ინსტრუმენტების გამოყენება ხელოვნური ინფლუენსერების შესაქმნელად და მართვისთვის;
** ინფლუენსერების მონაცემთა ბაზისა და ბიუჯეტის მართვა, მონიტორინგი და რეპორტინგი.

მოთხოვნები და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგი, ჟურნალისტიკა, კომუნიკაციები ან ბიზნესი);
** გამოცდილება მარკეტინგიდან PR/სარეკლამო სფეროში;
** სოციალური მედიის პლატფორმებისა და თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
** ანალიტიკური უნარები და KPI-ების შეფასების გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე (B2+/C1);
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, მიზანდასახულობა და თვითგანვითარებისკენ სწრაფვა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30.10.2025 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 577 362308

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/iJtuXmB17R
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია