დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სტუდია ეიდისი
|
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
ა (ა)იპ - სტუდია "ეიდისი" დაფუძნდა 2000 წელს. ორგანიზაციის მისიაა მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის შშმ ბავშვებისა და მოზარდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ჩართვა ქვეყნაში მიმდინარე პროცესებში
თანამდებობის დასახელება: ადამიანური რესურსების (HR) მართვის მენეჯერი
სექტორი: სოციალური მომსახურება / შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მხარდაჭერა
ადგილმდებარეობა: თბილისი, საირმის ქ.N5
ანგარიშვალდებულება: ორგანიზაციის ხელმძღვანელთან
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით
პოზიციის მოკლე აღწერა:
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ხელმძღვანელობს და მართავს ორგანიზაციის ადამიანურ რესურსებს, ორგანიზაციის მისიასთან შესაბამისობაში უზრუნველყოფს მხარდამჭერი, ინკლუზიური და უფლებებზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს ფორმირება-ფუნქციონირებას, შეიმუშავებს ადამიანური რესურსების პოლიტიკას, ხელს უწყობს მის განხორციელებას, პერსონალის დაქირავებასა და განვითარებას, ანგარიშგებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ორგანიზაციის მისიისა და ოპერაციული მიზნების შესაბამისად, ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** სამუშაო ადგილზე პატივისცემის, ინკლუზიურობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი ორგანიზაციული კულტურის ფორმირების ხელშეწყობა;
** ადამიანური რესურსის შერჩევის/დაქირავების პროცესების წარმართვა: ვაკანსიების განთავსება, გასაუბრება, შერჩევა და ინტეგრაცია;
** შესრულების შეფასების სისტემების და უკუკავშირის მექანიზმების შემუშავება და მართვა;
** მენეჯერების მხარდაჭერა შესრულების მიზნების დასახვასა და პერსონალთან დაკავშირებული საკითხების კონსტრუქციულად მოგვარებაში;
** პერსონალის ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
** სწავლის შესაძლებლობების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს თანამშრომლების ზრდას და შენარჩუნებას;
** ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების განსაზღვრა, შენარჩუნება და განახლება;
** ადამიანური რესურსების მონაცემთა მართვის, პერსონალის ჩანაწერების, კონტრაქტების, შვებულებებისა და მივლინებების აღრიცხვა/ზედამხედველობა;
** საჭიროებისამებრ, მენეჯმენტისათვის ადამიანური რესურსების მართვის ანგარიშების მომზადება და სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროებში (მაგისტრის ხარისხი ან პროფესიული HR სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
** არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. სასურველია არასამთავრობო ორგანიზაციაში ან სოციალური მომსახურების სფეროში (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ორიენტირებულ ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** დასაქმების კანონმდებლობის, შრომის რეგულაციების და HR საუკეთესო პრაქტიკის ცოდნა;
** კომპიუტერული უნარები - Microsoft Office-ის ცოდნა
უნარები:
** კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარები;
** ნდობის დამყარების და კონფლიქტების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზაციული, დაგეგმვისა და დროის მართვის უნარები
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
** CV/ტრენინგების დამადასტურებელი სერტიფიკატის დასკანერებული ვერსია;
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;
მოთხოვნებთან თანხვედრილი აპლიკანტების განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: adc.vacancy.ge@gmail.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი
გასაუბრებები ჩატარდება განაცხადების მიღების პარალელურად, კადრის აყვანამდე.
აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადამიანური რესურსების (HR) მართვის მენეჯერი"
|
|
|
|