Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: კორდექსი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
ფარმაცევტული კომპანია "Cordex - კორდექსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

მდებარეობა: შიდა ქართლი (გორი-ხაშური), აჭარა, კახეთი, სამეგრელო, იმერეთი, ქვემო ქართლი (რუსთავი-მარნეული), სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე-ახალქალაქი),
სამუშაო განაკვეთი : სრული 9:30-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით

სამუშაო აღწერილობა:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში აფთიაქებში.
** პრეზენტაციების მრგვალი მაგიდების კონფერენციების მომზადება ორგანიზება ჩატარება.
** ყოველდღიური ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება- რეპორტინგი
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება დამუშავება დანერგვა .

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი, ან/და ფარმაცევტი);
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა.

პირობები:

** გამოსაცდელი პერიოდი: 3-6 თვე, საწყისი ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე, კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
** გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ: ზრდადი ანაზღაურება ყოველთვიური და კვარტალური პრემიული სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე.
** სოციალურ პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა).

სასურველია საკუთარი ავტომანქანის ყოლა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: Cordexgroup@gmail.com

მეილის სათაურში (subject) მიუთითეთ რეგიონი, მაგალითად აჭარა, იმერეთი, სადაც გსურთ მუშაობის დაწყება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე