Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: Paysera Bank Georgia
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
"პეისერა ბანკი საქართველო", ქვეყნის პირველი ციფრული ბანკია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ქართული და ევროპული ანგარიშების (IBAN) უსაფრთხოებას, აგრეთვე Single Euro Payment Area (SEPA) და საქართველოს გადახდის სისტემის (RTGS) ხელმისაწვდომობას ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენ ვართ Paysera ფინტექ ქსელის ნაწილი, რომელიც დაარსდა ვილნიუსში, ლიტვაში, 2004 წელს და აერთიანებს 700 მდე თანამშრომლისგან შემდგარ საერთაშორისო გუნდს 15 სხვადასხვა ლოკაციიდან მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროპულ სტანდარტებს და ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლებისა და საზოგადოების კეთილდღეობაზე.

"პეისერა ბანკი" საქართველოს გუნდში აქტიურად ვეძებთ ახალ თანამშრომელს მოლარის პოზიციაზე.

რას გააკეთებ?

** პასუხისმგებლობის ფარგლებში კლიენტების მომსახურება, კონსულტირება, მხარდაჭერა და სრული საბანკო სერვისის გაწევა;
** საეჭვო და გადასახდელად უვარგისი კუპიურების გამოვლენის ფაქტზე რეაგირება;
** სალაროში თანხის ზედმეტონა/დანაკლისის ფაქტზე შესაბამისი რეაგირება;
** სალაროს დღიური საბუთების მენეჯმენტი;
** ვალუტის გაცვლითი ოპერაციები, ნაღდი ფულის შემოსავალ/გასავლის ოპერაციები;
** ყადაღებთან დაკავშირებული კორესპონდენციის წარმოება;
** შესაბამისობისა და AML რეგულაციების ფარგლებში საეჭვო ტრანზაქციის განხორციელებისას შესაბამის განყოფილებებთან თანამშრომლობა;
** სალაროს უფროსის შვებულების პერიოდში მისი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ დადელეგირებული საქმის შესრულება

მნიშვნელოვანი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომერციულ ბანკში ან/და ფინანსურ სექტორში მოლარის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** MS Office (Word, Excel, PowerPoint, Outlook)

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების საშუალებას;
** პროფესიონალი გუნდის მხარდაჭერას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@paysera.ge 30 ოქტომბრამდე და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

*თქვენი რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის ან სხვა ინფორმაციის ბანკისთვის გაზიარებით, თქვენ ეთანხმებით, რომ ბანკმა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანტურ პოზიციებზე ან სტაჟირებაზე შერჩევის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე