Робота для біженців з України
AI ინჟინრის 2025 სტაჟირება საფრანგეთსა და გერმანიაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: AI ინჟინრის 2025 სტაჟირება საფრანგეთსა და გერმანიაში
მომწოდებელი: მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
შპს "მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას AI ინჟინრის სტაჟირებაზე. სტაჟირების დასრულების შემდეგ, გაიცემა სტაჟირების წარმატებით დასრულების სერტიფიკატი.

წარმატებული კანდიდატები 2026 წლის მეორე ნახევრიდან 1 წლის ან 6 თვის ვადით სტაჟირებას გააგრძელებენ შემდეგ ინსტიტუციებში გერმანიასა და საფრანგეთში, რის ხარჯებსაც კომპანია გაიღებს:

** Deutsches Forschungszentrum für Künstliche Intelligenz GmbH, DFKI, Trippstadter Strasse 122, Kaiserslautern, 67663, Germany - 12 თვე
** Universitat des Saarlandes, USAAR, Campus, Saarbrucken, 66123, Germany - Creative Cluster, CV, 11 Rue Carnot, Le Kremlin Bicetre, 94270, France - 12 თვე
** Innovation and Entrepreneurship ecosystem of Saarland University, Germany (Triathlon) - 6 თვე

საქართველოში სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადი არ არის

სამუშაოს აღწერილობა:

** RAG-ზე დაფუძნებული ჩეტბოტის შექმნა
** ASR და Speech Synthesis ამოცანები
** სხვა AI შინაარსის ამოცანები

მოთხოვნები:

** განათლება კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით
** მანქანური სწავლების ფუნდამენტური კონცეფციების ცოდნა
** Deep Learning ბიბლიოთეკების (TensorFlow, PyTorch) საფუძვლების ცოდნა
** Python; NumPy და Pandas ბიბლიოთეკები
** Jupyter Notebooks-ის გამოყენება
** კლაუდ პლატფორმების ცოდნა (AWS, Google Cloud, Azure)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) ელ. მისამართზე: hr@enagramm.com. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე