დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
JYSK
|
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
|
სკანდინავიური ბრენდი "JYSK" არის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს "ყველაფერი სახლისთვის" პრინციპით.
დღეს JYSK მოიცავს 3300-ზე მეტ მაღაზიას 48 ქვეყანაში, JYSK-ს აქვს ყოველთვის საუკეთესო შეთავაზება და კომპეტენტური სერვისი.
"JYSK" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში შემოსული პროდუქციის დალაგება;
** დარბაზის პროდუქციით შევსება;
** რეალიზაციისთვის გასამზადებელი პროდუქციის შეგროვება-შეფუთვა;
მოთხოვნები: სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ან მოგვწეროთ საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@JYSK.ge. სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "JYSK" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|