დასახელება:
დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
Clocks Hotel Tbilisi
|
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
|
CLOCKS HOTEL აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
CLOCKS HOTEL Tbilisi გახლავთ 65 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში. სასტუმროში დანერგილია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტები და პრაქტიკები, მათ შორის, შენობის გეგმარების, უსაფრთხოებისა და მენეჯმენტის ნაწილში. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და გამორჩეულია განსაკუთრებული კონცეფციითა და დახვეწილი დიზაინით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:
** მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში, თანამშრომლებისთვის ფუნქციების განსაზღვრა და დავალებების დელეგირება. თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი; დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ სასტუმროს წესებისა და პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
** სასტუმროს ნომრების დალაგება-დასუფთავება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში;
** სამრეცხაოსთან ურთიერთობა და თეთრეულის მონიტორინგი მენეჯერის არყოფნის დროს.
** სასტუმროს ნომრების, საზოგადოებრივი ადგილებისა და ადმინისტრაციული ოფისების სისუფთავის ყოველდღიური მონიტორინგი ჰიგიენის მაქსიმალური დაცულობის უზრუნველსაყოფად;
** კოორდინაციის უზრუნველყოფა სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში.
** სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავება და განხორციელება, ოთახის სტატუსების პირადი კონტროლი;
** დეპარტამენტში უსაფრთხოების წესებისა და პროცედურების დაცულობის უზრუნველყოფა, პერიოდული შემოწმებების ჩატარება;
** ქიმიკატების და დასუფთავების საშუალებების უსაფრთხოდ და ჯეროვნად მოხმარების წესების ცოდნა;
ძირითადი მოთხოვნები და უნარები:
** გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
კომპანია არის სწრაფად მზარდი თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი მართვის ევროპული სტანდარტებით. ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის თუ ასაკის, სტატუსის თუ კუთვნილების, ან სხვა შეხედულების გამო.
თუ მზად ხართ სწრაფი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის, მაშინ ჩვენი გუნდის ვაკანსიები არის შესაძლებლობა შემოგვიერთდეთ და განვითარდეთ ჩვენთან ერთად. გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე career@chm.ge და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი გარემო ჩვენი სტუმრებისთვის. გთხოვთ, მიუთითოთ საგნის ხაზში პოზიციის სათაური.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 6 ნოემბერი.
გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!
|
|
|
|