Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=672382&print=yes&view=jobs
 
ელექტრო-ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო-ინჟინერი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ელექტრო-ინჟინრის პოზიციაზე.

გრაფიკი სრული: ორშაბათი - პარასკევი / 09:00 - 18:00

ძირითადი მოვალეობები:

** შიდა და გარე ქსელების პროექტირება;
** ელექტროსაინჟინრო მიმართულების საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება;
** შიდა და გარე ელექტრომომარაგების ქსელების, გამანაწილებელი მოწყობილობების, სუსტი დენების პროექტირება;
** მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების ინსპექტირება და პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პროექტის მიღება/ჩაბარების პროცესში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** ბაკალავრის ხარისხი ენერგეტიკის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ელექტრო ტექნიკის/დანადგარების ექსპლუატაციის წესების ცოდნა;
** Ms Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;
** AutoCad-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge და გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია