დასახელება:
მანქანის ზეთების გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მორრის ოილ საქართველო
|
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
|
შპს "მორრის ოილ საქართველო" წარმოადგენს ბრიტანეთში 1869 წელს დაფუძნებული პრემიუმ ხარისხის საცხ-საპოხი მასალების მწარმოებელი ფირმის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში. კომპანიის პროდუქცია მოიცავს სატვირთო, სპეც ტექნიკის, სამშენებლო, მსუბუქი, ინდუსტრიულ, აგრო და მოტო ტექნიკისათვის საჭირო ზეთებს და საცხ-საპოხ მასალებს.
შპს "მორრის ოილ საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პროცესი მოიცავს:
** სატვირთო და მძიმე დატვირთვის ტექნიკის პროგრამის მართვა;
** გაყიდვების პროცესის ორგანიზება და მართვა ფირმის მენეჯმენტთან ერთად;
** კლიენტების საკუთარი მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა;
** კომპანიის მონაცემთა ბაზასთან მუშაობა;
** ყოველთვიური და კვარტალური გაყიდვების გეგმების შემუშავება, მართვა და ანალიზი;
** Morris Lubricants-ის პროდუქტების სიის სიღრმისეული ცოდნა;
** კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა ფირმის მენეჯმენტსა და სოც.მედია მენეჯერთან ერთად;
** კლიენტებთან მუდმივი სატელეფონო და პირადი კომუნიკაცია;
** ჩართულობა პროდუქციის მიწოდების დაგეგმარებაში.
მოთხოვნები:
** სასურველია ჰქონდეს გამოცდილება სატვირთო, სპეც ტექნიკის და მსუბუქ ავტომობილების მყოლ ფირმებთან და ინდივიდუალურ მომხმარებლებთან
** სასურველია ჰქონდეს სამანქანო ზეთებთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ერკვეოდეს სამანქანო ზეთების და საცხ-საპოხი მასალების ტექნიკურ მონაცემებში
** მარკეტინგულ კამპანიებსა და სოც.მედია არხებთან მუშაობაში ჩართულობის გამოცდილება
** კომუნიკაბელურობა, ინგლისურის და რუსული ენის საბაზისო ცოდნა
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** მოტივაცია და სურვილი ახალი ნაბიჯების გადასადგმელად
** კარგი განწყობა!
ანაზღაურება მოლაპარაკებით, ხელფასი + მიმზიდველი საბონუსე სისტემით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი მოკლე რეზიუმე/CV: info@morrisoil.ge-ზე.
|
|
|
|