Робота для біженців з України
ე-კომერციისა და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ე-კომერციისა და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ე-კომერციისა და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 5 დღიანი სამუშაო კვირა;
ანაზღაურება: 1800 ლარი, ხოლო 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 2000 ლარი.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ სპეციალისტს, რომელსაც აქვს ცოდნა და პრაქტიკა შემდეგ მიმართულებებში:

ფუნქციები და მოვალეობები:

პროდუქციის განთავსება და მართვა ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა:

** Alibaba.com
** Amazon.com
** Temu
** eBay
** (ასევე სხვა შესაბამისი გლობალური ან ადგილობრივი სავაჭრო პლატფორმები)
** გაყიდვების სტრატეგიების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი
** Google Ads-ის და Meta Ads-ის კამპანიების დაგეგმვა, შესრულება და ანალიზი
** SEO/SEM სტრატეგიების გაგება (სასურველია)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება ზემოთ ჩამოთვლილ პლატფორმებზე მუშაობაში (სავალდებულოა მინიმუმ 2-3 წლიანი პრაქტიკა ერთ-ერთზე მაინც)
** Google Ads და Meta Business Suite პლატფორმების კარგად ცოდნა
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის, ანალიზისა და ოპტიმიზაციის უნარი
** ინგლისურის ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა აუცილებელია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: ltd.info.jobs@gmail.com; გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ე-კომერციისა და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე