Робота для біженців з України
ელექტრომონტიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრომონტიორი
მომწოდებელი: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ელექტრომონტიორის (ელექტრიკოსის) პოზიციაზე.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური / საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს;

ფუნქცია-მოვალეობები:

** 6-10 კვ ძაბვის საკაბელო ხაზების, შემყვანი მოწყობილობებისა და საკაბელო არმატურის მონტაჟი, დემონტაჟი და რემონტი (მიწაში, ჭებში, გვირაბებში);
** კაბელების დამუშავება, მონიშვნა და განმხოლოება სპეციალური ინსტრუმენტებით;
** კაბელების და მოწყობილობების ტრასაზე განთავსება, მასალების მომზადება და ტექნიკური უზრუნველყოფა;
** კედლებში, ჭერში და გადახურვებში სამონტაჟო გახვრეტების ამოტეხვა;
** სპილენძისა და ალუმინის კაბელების შეერთება და დაბოლოებების დამუშავება (შედუღებით ან აირ-შედუღებით);
** საკაბელო ქუროების მონტაჟი და იზოლაციის წინაღობის გაზომვა;
** სადენებისა და კაბელების გაყვანა, დაზიანებების აღმოჩენა და აღმოფხვრა როგორც ქვესადგურებში, ისე სარეაქციო წერტილებში;
** ამომრთველებისა და გამთიშველების მექანიზმების დარეგულირება და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება;
** სატრანსფორმატორო ქვესადგურებში და ელექტროგამანაწილებელ სისტემებში ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
** ოპერატიული გადართვების განხორციელება მაღალი და დაბალი ძაბვის სისტემებში;
** უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა ყველა ეტაპზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით (სასურველია ელექტრო სფეროში);
** 6-10 კვ ძაბვის სისტემებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** მაღალი და დაბალი ძაბვის მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** ელექტროშედუღების და იზოლაციის ტექნოლოგიების ცოდნა;
** ელექტრო უსაფრთხოების და სახანძრო სტანდარტების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ტექნიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** პასუხისმგებლობა და ხარისხზე ორიენტირებულობა;
** ფიზიკური გამძლეობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ელექტრომონტიორი (ელექტრიკოსი)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე