Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=671524&print=yes&view=jobs
 
დამხმარე მუშა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე მუშა
მომწოდებელი: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე მუშის პოზიციაზე.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური / საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს;

ფუნქცია-მოვალეობები:

** შენობა-ნაგებობების სამშენებლო და სამონტაჟო პროცესში დამხმარე სამუშაოების შესრულება;
** სამშენებლო და სარემონტო მასალების გადატანა, დატვირთვა, დალაგება;
** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისას ტექნიკური დახმარების გაწევა;
** სანიაღვრე და საკანალიზაციო ჭების, არხებისა და ქსელების მოწყობის პროცესში მონაწილეობა;
** ბეტონისა და ცემენტის მჭიმების მოწყობისას დამხმარე სამუშაოების შესრულება;
** სამუშაო იარაღების მოვლა და სწორად გამოყენება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის საბაზისო წესების ცოდნა;
** ინდივიდუალური დამცავი საშუალებების (ჩაფხუტი, ხელთათმანი, ნიღაბი, უსაფრთხოების ქამარი) გამოყენების უნარი;
** სამშენებლო პროცესების საბაზისო ცოდნა, მათ შორის: - მასალების სწორად გადატანის ტექნიკა;
** ნგრევითი სამუშაოებისას უსაფრთხო დისტანციის დაცვა;
** ბეტონისა და ცემენტის ნაზავის მომზადება და გამოყენება.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და დისციპლინა
** გუნდური მუშაობა
** პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება
** ხარისხზე ორიენტირებულობა
** სწრაფი ადაპტაცია
** ფიზიკური გამძლეობა

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დამხმარე მუშა", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია