Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=671414&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: თბილისის ბულვარი
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
ქართულ-სლოვაკური კომპანია "ჯინო ჰოლდინგი" თბილისში ახალი მასშტაბური პროექტის მშენებლობას იწყებს, რომელიც "ჯინო აკვაპარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს.

პირველი სრულფასოვანი კურორტი ქალაქში "თბილისის ბულვარი" ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.

Web: https://tbilisiboulevard.com/
Fb: https://www.facebook.com/TbilisiBoulevard

ვაკანსია: სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი : სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის ინიცირების, დაგეგმვის, აღსრულებისა და დასრულების პროცესის წარმართვა;
** პროექტის ბიუჯეტის და სამშენებლო ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის ხარჯთაღრიცხვის მომზადებაში მონაწილეობა;
** სხვადასხვა კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების ხარისხის, ვადების და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
** საკითხების შეთანხმება დაკავშირებული პროფესიის (არქიტექტორი, კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია;
** პროექტის ფინანსური კონტროლი, რეგულარული ჩართულობა პროექტის ბიუჯეტირებაში და შეთანხმებული ბიუჯეტის მკაცრი დაცვა;
** სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება;
** სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების და ხარისხის გადამოწმება;
** მშენებლობის გრაფიკის კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების ფორმა 2-ების ანალიზი და დადასტურება;
** პარტნიორ ფინანსურ უწყებებთან სამშენებლო მიმართულებით ურთიერთობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** სამუშაო პროცესში წარმოშობილი შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო მიმართულებით (სავალდებულოა);
** მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით, მათ შორის სამშენებლო პროექტების ხელმძღვანელად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება (მრავალსართულიანი სამშენებლო პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** შესაბამისი პროგრამების ცოდნა; (Microsoft Office, Archicad, Autocad);
** გუნდის მართვის უნარი

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე: hr@ginoaquapark.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია