Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ღვინის მაღაზია ორბელიანი
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
ღვინის მაღაზია "ორბელიანი" (ორბელიანის მოედანი - ანტონ ფურცელაძის #16) აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, რომლის მოვალეობაში შედის:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის პრეზენტაცია, კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის მოწესრიგება, განლაგება
** სალარო აპარატთან რეალიზაციის პროცედურა.
** ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება.

აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა.

მაღაზია მუშაობს ყოველდღე 11:00-დან 23:00 სთ-მდე.

სამუშაო გრაფიკი მოიცავს თვეში 15 სამუშაო დღეს. სამუშაო საათები განისაზღვრება თანამშრომლებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მათი ინტერესებისა და მოსახერხებელი განრიგის გათვალისწინებით.

ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს.

დამატებითი დეტალების განხილვა და შეთანხმება მოხდება გასაუბრების დროს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: orbelianiwinestore@gmail.com

ჩვენთან წარმოდგენილია მცირე საოჯახო მარნების პრემიუმ ხარისხის ბოთლის და ჩამოსასხმელი ღვინოები.

მაღაზიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ წერილში მოცემულ ვებბმულებზე:

https://winestoreorbeliani.ge
https://www.facebook.com/profile.php?id=61570151834457
https://www.instagram.com/wine_store__orbeliani/?hl=en
https://maps.app.goo.gl/bbES7GLN2kxH9j2k9
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე