Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=671341&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული პოლისების ადმინისტრირების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული პოლისების ადმინისტრირების სპეციალისტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული პოლისების ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე, კორპორატიული პოლისების ადმინისტრირების სამსახურში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული პოლისების ადმინისტრირება და კონტროლი;
** გაყიდვების თანამშრომლებისგან დოკუმენტაციის მიღება და მათი სიზუსტის შემოწმება;
** უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ხარვეზის აღმოფხვრა;
** მიღებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით სადაზღვევო პოლისის მომზადება არსებული პროცედურის შესაბამისად;
** პოლისთან დაკავშირებული ცვლილებების პროგრამული ასახვა;
** დოკუმენტაციების და რიდი სადაზღვევო პროდუქტების პროგრამული ასახვა და რეგისტრაცია;
** არსებულ პოლისებში ცვლილებების პროგრამული რეგისტრაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** მნიშვნელოვანია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებში, მათ შორის Excel-სა და Word-ში სამომხარებლო დონეზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (დოკუმენტაციებთან მუშაობის გამოცდილება).

პიროვნული უნარები:

** სიზუსტე და სისწრაფე;
** აკურატულობა;
** ყურადღებიანობა დეტალების მიმართ;
** ორგანიზებულობა;
** დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - კორპორატიული პოლისების ადმინისტრირების სპეციალისტი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია