Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სვიფტ კრედიტი
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
"სვიფტ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ორგანიზაცია "სვიფტ კრედიტი" გასცემს ტექნიკით უზრუნველყოფილ სალომბარდე სესხებს და ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას მომსახურების ამ სფეროში. კომპანია ორიენტირებულია სანდოობაზე, მომსახურების სისწრაფეზე, მაღალ ხარისხზე და მოქნილ საგადახდო პირობებზე.

მდებარეობა: ქალაქი თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ-მდე;
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი ნახევარი დღე.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 (ათასი) ლარი. პირველი 15 დღე სტაჟირება, რომელიც არ არის ანაზღაურებადი.

სამუშაოს აღწერილობა:

** აქტივების მართვა მსესხებლებთან ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
** პორტფელის სისტემური მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტო-სურათით შემდეგ მისამართზე: Swiftcredit.hr@gmail.com. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე