დასახელება:
ქოფირაითერი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
ჩვენ ვეძებთ ქოფირაითერს და მისი ფუნქციები იქნება:
** კრეატიული ქოფის შექმნა კომპანიის სხვადასხვა პლატფორმებისთვის, ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** მოწოდებული ბრიფების გაანალიზება და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება ეფექტიანი ქოფების შესაქმნელად;
** ტექსტების შექმნა: სარეკლამო მასალებისთვის, სოციალური მედიის პოსტებისთვის, ბლოგებისა და ვებგვერდებისთვის.
** სიახლეების შესახებ პრესრელიზების დაწერა;
** ნებისმიერი გარე კომუნიკაციისათვის განკუთვნილი ტექსტის რედაქტირება, გრამატიკული სისწორისა და ბრენდის სტილის გათვალისწინებით;
** ინდუსტრიის ტენდენციების, კონკურენტების და სამიზნე აუდიტორიის შესახებ პერიოდული ანალიზი;
** მარკეტინგის გუნდთან კოორდინირებული თანამშრომლობა;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
** გამართული და შემოქმედებითი წერის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|