დასახელება:
ქოლცენტრის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ქოლ-ცენტრის საქმიანობის ზედამხედველობა, კოორდინირებული მუშაობის და სამუშაოს ხარისხის შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ბინაზე გამოძახების მომსახურების კოორდინაცია მიმღების ხელმძღვანელთან ერთად და აღნიშნული სერვისის ხარისხის მონიტორინგის კონტროლი;
** ქოლ-ცენტრში შემოსული ყველა პრობლემატური საკითხის გარკვევა, მოგვარება; მიმღების ხელმძღვანელის და პაციენტის ინფორმირება;
** ქოლ-ცენტრის ოპერატორების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, რეგულარულად შესაბამისი ტრენინგებით უზრუნველყოფა, სამედიცინო ცენტრში მიმდინარე სიახლეების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და შესრულების კონტროლი;
** მომხმარებლების საჭიროებისამებრ, მოთხოვნილი კვლევისა თუ პროცედურის შესახებ, სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე ან ქოლ-ცენტრში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური;
** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
** კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღომი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: sophio.nmc@gmail.com და ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|