Робота для біженців з України
პრისელერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე, ქუთაისში.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

https://www.bms.ge

ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი 1200 ლარი + მანქანის ცვეთის ხარჯი 150 ლარი + საწვავი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:30 სთ. დასვენება: შაბათი-კვირა.
არ ვითხოვთ უძრავი ქონების უზრუნველყოფას.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი.

მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით.
** შეკვეთის გაფორმება.
** კლიენტების მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge.

გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე