დასახელება:
იურისტი - ანაზღაურებადი სტაჟირება
|
მომწოდებელი:
ლიგალ ელიტი
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
|
იურიდიული საკონსულტაციო კომპანია "ლიგალ ელიტი" აცხადებს სტაჟირებას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
ჩვენი შეთავაზება:
** ანაზღაურებადი სტაჟირება, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიულ ზრდას და გამოცდილების მიღებას
** შემდგომში დასაქმების შესაძლებლობა სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში
** მეგობრული სამუშაო გარემო
სტაჟირების მოვალეობები:
** იურისტის დახმარება სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადების პროცესში
** კლიენტების მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზი
** კანონმდებლობის ანალიზი და ახალი კანონების/შეთავაზებული ცვლილებების შეფასება
** ადმინისტრაციული დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია იურიდიულ საქმიანობასთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ენების ცოდნა - ინგლისური ან/და რუსული (ჩაითვლება უპირატესად)
** განათლება - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, განიხილება მესამე კურსელიც
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტაცია.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: legalelitehr@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|