Робота для біженців з України
პრესელერი/სავაჭრო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრესელერი/სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: არომა ქინგ
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
შპს "არომა ქინგი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის/სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ/09:00 -18:00.
ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქციის რეალიზაცია მაღაზიებში
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმართვა, არსებული კლიენტების მხარდაჭერისა და ახალი ობიექტების მოზიდვის მიზნით;
** სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებასა და განვითარებაზე ზრუნვა;
** პროდუქციის მახასიათებლების დეტალური ცოდნა და მათი ეფექტური პრეზენტაცია;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სტანდარტების შესაბამისად განთავსება და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** კონკურენტების, ფასების და ტენდენციების მონიტორინგი;
** მარშრუტების, ვიზიტებისა და შეკვეთების ეფექტური დაგეგმვა;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი და ანგარიშგება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (სასურველია FMCG სექტორში)
** მართვის მოწმობა: B კატეგორია (საწვავის ხარჯს უზრუნველყოფს კომპანია)
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ქონა

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: rollingsmokeltd@gmail.com

აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე