Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=670936&print=yes&view=jobs
 
ოპტიკური ჯგუფების ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპტიკური ჯგუფების ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ჯგუფების ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე

დასაქმების ადგილი - თბილისი
დაქვემდებარება - ოპტიკური ქსელის მომსახურებისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-18:00 სთ (1 სთ შესვენება)
ანაზღაურება - 3 თვიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდში 1700 ლარი (Net), გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ - 2000 ლარი (Net)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass (კორპ. პირობებით)
** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოპტიკური ჯგუფების ტექნიკური მხარდაჭერა
** ჯგუფების მომარაგება სახარჯი მასალებით
** დავალებების მართვა და განაწილება (ბილინგის მეშვეობით)
** ოპტიკური ბოჭკოების შეერთებების ნახაზების კორექტირება/შედგენა (დიაგრამები- VISIO; EXCEL)
** კორექტირებების ასახვა და მონაცემთა ბაზებში შენახვა (GIS, KMZ, VISIO და EXCEL ფორმატში)

ინფორმაციის გაცვლა

** ბილინგის საშუალებით ყოველდღიურად იღებს დავალებებს სხვა და სხვა სამსახურებიდან
** ყოველდღიურად იღებს, ამუშავებს და ცვლის ინფორმაციას ელექტრონული ფოსტის საშუალებით მომიჯნავე სამსახურის ხელმძღვანელებთან.
** ყოველდღიურად ცვლის ინფორმაციას ინფრასტრუქტურის მოწყობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან დაგეგმილი და შესრულებული დავალებების შესახებ
** გაწერილ ვადებში ამზადებს ანგარიშს და აწვდის ინფორმაციას უშუალო ხელმძღვანელს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება

უმაღლესი განათლება, სასურველია სატელეკომუნიკაციო ან/და კავშირგაბმულობის სფეროში.

სამუშაო გამოცდილება

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, სატელეკომუნიკაციო ან კავშირგაბმულობის მიმართულებით.
** კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება.
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** GIS, KMZ და საოფიზე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება

ცოდნა

** კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
** ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნა;

უნარები/შესაძლებლობები:

** ტოპოგრაფიული რუკების კითხვის უნარი;
** დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპტიკური ოპტიკური ჯგუფების ტექნიკური მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია