Робота для біженців з України
ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინერი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინრის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - თბილისი
დაქვემდებარება - ოპტიკური ჯგუფების ტექნიკური მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-18:00 სთ (1 სთ შესვენება)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass (კორპ. პირობებით)
** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტის ინსტალაცია - საკომუნიკაციო კვანძებში ოპტიკური კაბელების ერთმანეთზე გადადუღება ან გადაერთება, ოპტიკური სიგნალის დანიშნულების წერტილამდე მიყვანა, პასიური მოწყობილობისა და კონექტორების დამონტაჟება, ფიზიკური კავშირის უზრუნველყოფა. მოწყობილი ოპტიკური შეერთების რეფლექტოგრამის გადაღება დაარქივება.
** კორპორატიული კლიენტის დაზიანება - საკომუნიკაციო კვანძში კონკრეტული ოპტიკური კაბელის ინდეფეცირება, დაზიანების წერტილის პოვნა და ხარვეზის აღმოფხვრა, ოპტიკური სიგნალის დანიშნულების წერტილამდე მიყვანა, ფიზიკური კავშირის უზრუნველყოფა. დაზიანებია აღდგენის შემდეგ ოპტიკური შეერტების რეფლექტოგრამის გადაღება დაარქივება.
** ოპტიკურ მაგისტრალური ქსელის მშენებლობა - საკომუნიკაციო კვანძებში ოპტიკური კაბელების ინდეფიცირება, ოპტიკური კაბელების ერთმანეთზე გადადუღება ან გადერთება, ოპტიკური სიგნალის დანიშნულების წერტილამდე მიყვანა, პასიური მოწყობილობისა და კონექტორების დამონტაჟება, ფიზიკური კავშირის უზრუნველყოფა. მოწყობილი ოპტიკური შეერთების/შეერთებების რეფლექტოგრამის გადაღება დაარქივება.
** მაგისტრალური ქსელის დაზიანება - საკომუნიკაციო კვანძებში ოპტიკური კაბელების ინდეფიცირება, დაზიანების წერტილის პოვნა და ხარვეზის აღმოფხვრა, ოპტიკური სიგნალის დანიშნულების წერტილამდე მიყვანა, ფიზიკური კავშირის უზრუნველყოფა. დაზიანების აღდგენის შემდეგ ოპტიკური შეერთების/შეერთებების რეფლექტოგრამის გადაღება დაარქივება.
** აპარატურის დამონტაჟება - საკომუნიკაციო კარადაში ოპტიკური ხაზების ტერმინალის გამართვა, ოპტიკური კაბელების ინდეფიცირება, ოპტიკური კაბელების ერთმანეთზე გადადუღება, გადაერთება, ოპტიკური სიგნალების დანიშნულების წერტილამდე გაშვება, პასიური მოწყობილობისა და კონექტორების დამონტაჟება, დამაკავშირებელი მოწყობილობების და ხაზების მარკირება, ოპტიკური სიგნალების შემოწმება.

ინფორმაციის გაცვლა

** ყოველდღიურად იღებს შესასრულებელ დავალებებზე ინფორმაციასა და ინსტრუქტაჟს უშუალო ხელმძღვანელისგან
** ყოველდღიურად აბარებს ანგარიშს უშუალო ხელმძღვანელს შესრულებული დავალებების შესახებ
** საჭიროების შემთხვევაში ცვლის ინფორმაციას კონტრაქტორ კომპანიებთან შესრულებული ან შესასრულებელი დავალებების შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

სასურველია უმაღლესი განათლება IT მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის სატელეკომუნიკაციო სფეროში
** კომპიუტერულ ქსელებთან გამოცდილება

ცოდნა:

** კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა
** ქართული ენის გამართულად ცოდნა
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სამუშაოსთან დაკავშირებული ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნა

უნარები/შესაძლებლობები:

** ტოპოგრაფიული რუკების კითხვის უნარი;
** დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინერი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე