დასახელება:
ოპტიკური ქსელის მემონტაჟე
|
მომწოდებელი:
სქაიტელი
|
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის მემონტაჟის პოზიციაზე
დასაქმების ადგილი - თბილისი
დაქვემდებარება - ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინერი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-18:00 სთ (1 სთ შესვენება)
დამატებით სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass (კორპ. პირობებით)
** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება
ფუნქცია-მოვალეობები:
** ოპტიკური კაბელების მონტაჟი სპეციალური საკიდების მეშვეობით სხვა და სხვა სახის ბოძზე (როგორც კიბით ასევე ამწე კალათის მეშვეობით)
** ოპტიკური კაბელების მონტაჟი შენობების ფასადებსა და სხვა და სხვა კონსტრუქციაზე
** ოპტიკური კაბელების მონტაჟი ჭებსა და სხვა და სხვა სახის საკომუნიკაციო არხებში
** ქუროების, საკომუნიკაციო და პასიური ყუთების მონტაჟი/დემონტაჟი
** ამორტიზირებული კაბელების დემონტაჟი
ინფორმაციის გაცვლა
შესასრულებელ დავალებებზე იღებს ინფორმაციასა და ინსტრუქტაჟს ოპტიკური ქსელი მომსახურების ინჟინრისგან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
საშუალო განათლება
სამუშაო გამოცდილება:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის სატელეკომუნიკაციო სფეროში
** სასურველია კომპიუტერულ ქსელებთან გამოცდილება
ცოდნა:
** სასურველია კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის პრინციპების ცოდნა
** ქართული ენის გამართულად ცოდნა
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სასურველია სამუშაოსთან დაკავშირებული ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნა
უნარები/შესაძლებლობები:
** ტოპოგრაფიული რუკების კითხვის უნარი;
** დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პიროვნული მახასიათებლები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინა.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპტიკური ქსელის მემონტაჟე".
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|