დასახელება:
ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
|
"შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" (https://cue.edu.ge) არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.
"ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი;
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ;
ადგილების რაოდენობა: 1;
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის N13;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე;
ძირითადი მოვალეობები:
** უნივერსიტეტის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო პროგრამების და სისტემების დანერგვა;
** პერიოდულად პროგრამული განვითარების საჭიროებებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და ცვლილებების ინიცირება ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** პროგრამული ცვლილებების შესახებ ფაკულტეტებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;
** არსებული პროგრამების განახლება და გაფართოება;
** ტესტირების რეჟიმში პროგრამების გამართვა;
** პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებული ინფორმაციის, მონაცემებისა და დოკუმენტაციის დარეზერვება და უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა;
** უფროსის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება კომპეტენციის და მოვალეობების ფარგლებში;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - A2 დონე (მეტყველება, წერა).
ვაკანსიის დეტალები:
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cue.edu.ge
განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 14 ოქტომბერი.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის სპეციალისტი.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
|
|
|
|