Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=670896&print=yes&view=jobs
 
მოლარე-სერვის კონსულტანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-სერვის კონსულტანტი
მომწოდებელი: ექსტრამითი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
გახდი ჩვენი ოჯახის ახალი წევრი

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს" დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".

"ექსტრამითის პავილიონი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-სერვის კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
** ენერგიულად, სწრაფად და სრულყოფილად მომსახურება.
** უზრუნველყოს სწრაფი კვების პროდუქტების სწრაფად და ხარისხიანად მომზადება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.
** უზრუნველყოს HACCP-ით განსაზღვრული სტანდარტების დაცვა პავილიონში.

მოთხოვნები:

** სასურველია სწრაფი კვების ობიექტში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

ჩვენთან გთავაზობთ:

** ოჯახურ სამუშაო გარემოს.
** ბევრი ახალი და საინტერესო ადამიანის გაცნობის შესაძლებლობას.
** სწავლა, განვითარებას, კარიერულ წინსვლას.
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას.
** თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე.
** სამუშაოს დასრულების შემდეგ ტრანსპორტირებას.
** Fitpass-ის კლუბის წევრობა დასაქმებულზე და მის ოჯახის წევრებზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული 12 საათიანი განაკვეთი
** დილის 11სთ-დან ღამის 23 საათამდე.
** ხელფასი 60ლ + გამომუშავება.
** 6 საათიანი სამუშაო დღის გრაფიკი 11 სთ-დან 5 საათამდე ხელფასი 35ლ + გამომუშავება.
** 6 საათიანი სამუშაო საღამოს გრაფიკი 5 სთ-დან 23 საათამდე ხელფასი 35ლ + გამომუშავება.
** სამუშაო ადგილი: ქუთაისი.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი ოჯახის ახალი წევრი, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@extrameat.ge ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 593 05 09 90. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი (ქუთაისი).

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს FACEBOOK გვერდს: https://www.facebook.com/extrameatpavilion

კომპანია "ექსტრამით"-ში თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან იქნას შეგროვებული და დამუშავებული თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.".
ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@extrameat.ge

კომპანია "ექსტრამითი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია