Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Flexsecure
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
შპს "Flexsecure" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

შესყიდვების მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:

** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევა;
** სატენდერო წინადადებების მონიტორინგი;
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციის მომზადება;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

შესყიდვების მენეჯერისთვის სავალდებულოა:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირებისა თუ სამართლის მიმართულებით;
** შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა. (MS office)
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო დღე (09:00-დან-18:00 საათამდე) შაბათ-კვირის გარდა.
** ანაზღაურება - ხელზე ასაღები: 1800 ლარი + ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა, გულუას ქ.N3.
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად ქართულ ან ინგლისურ ენაზე მისამართზე: info@flexsecure.ge გთხოვთ subject გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე