შპს "Flexsecure" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე: მაღალკვალიფიციური IT სპეციალისტი (Fire alarm, Access control, Cctv, PA, Intrusion).
ზოგადი მოვალეობები:
** კომპიუტერების აწყობა, შიდა ქსელის ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, მათ შორის უსაფრთხოების სისტემების დანერგვა/კონფიგურაცია (Firealarm, Accesscontrol, Cctv, PA, Intrusion), დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** შემოსული საკითხების მიღება, დამუშავება და ტექნიკური დახმარების დროული აღმოჩენა
** IT სერვისების განყოფილებაში შემოსული ზარების, წერილების დამუშავება და შესაბამისი რეაგირება
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
** მომსახურების გაწევა და ტრენინგების უზრუნველყოფა
** სისტემების ტესტირება, პროგრამების დანერგვა
მთავარი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით)
** დასავლური სტანდარტების ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭება მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატს მსგავს სფეროში
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** პროგრამების ცოდნა, მინიმუმ: MS Office (Word, Excel, Outlook). უპირატესობა მიენიჭება AutoCAD-ის ცოდნას
** კომუნიკაციის უნარი, გუნდური მუშაობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
სამუშაო პირობები:
** სრული სამუშაო დღე (09:00-დან-18:00 საათამდე) შაბათ-კვირის გარდა
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1700 ლარი + ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა, გულუას ქ.
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად ქართულ ან ინგლისურ ენაზე მისამართზე: info@flexsecure.ge გთხოვთ subject გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|