Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Flexsecure
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
შპს "Flexsecure" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ზოგადი მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება და შეთავაზებების მომზადება;
** პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** ახალი პოტენციური კლიენტის მოძიება;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა, კონტროლი;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი, არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის;
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ორიენტაცია;
** მენეჯმენტთან ყოველკვირეული რეპორტინგი;
** ძლიერი მოლაპარაკების უნარი გაყიდვების კონტრაქტების დადების შესაძლებლობით;
** კონტრაქტების გაფორმებისთვის საჭირო დარწმუნების მაღალი უნარი;
** გაყიდვების საქმიანობისა და შედეგების ზუსტი ჩანაწერების წარმოება;
** დაგეგმილი გაყიდვების ბიუჯეტის შესრულება;
** კვირის, თვის, კვარტალური და წლიური რეპორტირების წარმოება.

მთავარი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** უცხო ენების ფლობა მაღალ დონეზე (ინგლისური; რუსული);
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ზედმიწევნით ცოდნა (Microsoft Office Excel; Microsoft Office Word; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook, 1C).

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო დღე (09:00-დან-18:00 საათამდე) შაბათ-კვირის გარდა.
** ანაზღაურება - ხელზე ასაღები: 1800 ლარი + ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა, გულუას ქ.
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად ქართულ ან ინგლისურ ენაზე მისამართზე: info@flexsecure.ge გთხოვთ, subject გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე