Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=670730&print=yes&view=jobs
 
საოპერაციო IT მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო IT მენეჯერი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"მაკდონალდს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო IT მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

დამატებით:

** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა;
** ინდივიდუალური განვითარების გეგმა;
** ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
** სამედიცინო დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი;
** 70% კვების შეღავათი მაკდონალდსის რესტორნებში სამუშაო დროის პერიოდში; - კომპანია ანაზღაურებს თანამშრომლის აბონემენტს სპორტულ დარბაზში.

პოზიციის მიმოხილვა:

მაკდონალდს საქართველოს IT დეპარტამენტში საოპერაციო IT მენეჯერი ექვემდებარება IT დეპარტამენტის ხელმძღვანელს. თავის მხრივ, საოპერაციო IT მენეჯერს უშუალო დაქვემდებარებული არ ჰყავს, თუმცა კოორდინირებას უწევს სერვისის მომწოდებელ კომპანიებს შემდეგი მიმართულებებით: IT მხარდაჭერა, ქსელი, სისტემები, უსაფრთხოება, ERP. საოპერაციო IT მენეჯერის ძირითადი პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მაკდონალდს საქართველოს ტექნოლოგიური პროცესების ეფექტიანი ფუნქციონირება რესტორნებსა და კორპორაციულ გარემოში. უზრუნველყოს პროაქტიული ტექნიკური სამუშაოების დაგეგმარება მინიმალური შეფერხებების გათვალისწინებით. აღნიშნული მიზნებისთვის გამოიყენოს, როგორც შიდა, ისე გარე-აუთსორს კომპანიების რესურსი. უზრუნველყოს კომპანიის პოლიტიკების და პროცესების აღსრულება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საოპერაციო ტექნოლოგიურ პროცესებზე პასუხისმგებლობა;
** პროაქტიული ტექნიკური მომსახურების გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი, ჩატარებული სამუშაოების შეჯამება და შესაბამისი უკუკავშირის განხორციელება;
** ტექნოლოგიური ცვლილებების პროცესის (Change Management) დეკლარირება, პროცესის დაცვის უზრუნველყოფა;
** ახალი IT პროექტების სისტემაში დანერგვისას, IT რესურსის სწორი გადანაწილების უზრუნველყოფა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** საჭიროების მიხედვით ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების განხილვა და დაგეგმვა დეპარტამენტებთან და პარტნიორ კომპანიებთან ერთად;
** IT საოპერაციო რისკების შეფასება და სისუსტეების გამოვლენა შესაძლო შეფერხებების თავიდან არიდების მიზნით;
** IT სერვისის მომწოდებელი კომპანიების მუშაობის კოორდინაცია და მონიტორინგი:
** ყოველთვიურად სერვისის მომწოდებელი კომპანიების მიერ შესრულებული დავალებების ანალიზი. ტექნიკური მომსახურების ხარისხის და ეფექტურობის შეფასება, KPI-ების განსაზღვრა და შედეგების მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში, სამოქმედო გეგმის გაწერა და სერვის კომპანიის კოორდინაცია ხარვეზების ეფექტიანად აღმოფხვრის მიზნით.
** მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროცედურების, პროცესების პერიოდული გადახედვა, ინიცირება და ხელმძღვანელთან კოორდინაციით დანერგვა სისტემაში.
** საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებთან ტექნოლოგიური გადაწყვეტების და პროცესების დანერგვა, შემდგომი სწავლების უზრუნველყოფა და საჭირო მანუალების მომზადება;
** ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა ყველა ჩართულ მხარესთან - შიდა გუნდი, დეპარტამენტები და პარტნიორი კომპანიები ტექნოლოგიური საკითხების გაუმჯობესების მიზნით;
** კომპანიის IT პოლიტიკებისა და პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
** საგანგებო სიტუაციების დადგომის დროს, რომელიც რისკს უქმნის რესტორნის ტექნოლოგიური სისტემების გამართულად მუშაობას, საკვანძო საკომუნიკაციო რგოლის ფუნქციის შესრულება;
** ტექნიკური მომსახურების გაწევისთვის პროცედურების დანერგვა, მათ შორის სერვის-კატალოგის მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით პასუხისმგებელ პოზიციაზე;
** გამოცდილება ტექნოლოგიური პროცესების სრულ სპექტრში (ინფრასტრუქტურიდან აპლიკაციებამდე) და "ჰიბრიდულ ღრუბლოვან" გარემოსთან IaaS-ს, PaaS-ს და SaaS;
** სასურველია ITIL და ცოდნის მართვის (Knowledge Management) პროცესების ცოდნა;
** ტექნიკური პრობლემატური საკითხების გადაჭრის გამოცდილება;
** გამოცდილება ტექნიკური მხარდაჭერის გაწევის სფეროში;
** სასურველია აუთსორს სერვის კომპანიებთან მუშაობისა და მართვის გამოცდილება;
** ტექნიკური უნარები აპარატურულ, პროგრამულ და IT ინფრასტრუქტურის საკითხებში;
** ბიზნეს უწყვეტობის (Disaster Recovery/ Business Continuity) დანერგვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ფლობა (B2).

პიროვნული თვისებები:

** მაღალი ორგანიზაციული, ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
** პროცესების ანალიზისა და მართვის უნარი;
** პრობლემების საფუძვლიანი და ზუსტი იდენტიფიცირების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დინამიკურ სამუშაო სივრცეში ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ თქვენი აპლიკაცია 10 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/ge/vacancies/custom
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია