Робота для біженців з України
ავტომობილის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ავტო ფოინთ 2025
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
ჩვენ წარმოვადგენთ ავტო სფეროში ახალ ინდუსტრიას, რომელიც დაფუძნდა ნდობის, ხარისხის და სწრაფი სერვისის იდეოლოგიით, ჩვენი მისია განვავითაროთ ავტოსფეროს სწრაფი და კომფორტული მომსახურება. "ავტო ფოინთ "-ში ვქმნით მეგობრულ და მომხმარებელზე მორგებულ გარემოს, ამისათვის გვსურს შევქმნათ ისეთი სამუშაო გარემო, სადაც იქნება გუნდური მხარდაჭერა და ახალი ძალები.

ამჯერად, შპს "ავტო ფოინთის" ახალ გარემოში სერვისის მიმართულებით ავტომობილის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის (ზეთების და ხუნდების შეცვლა) პოზიცია გვაქვს ვაკანტური ადგილი

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ავტომობილებში ზეთის, ზეთის ფილტრების და საჰაერო ფილტრების შეცვლა
** ხუნდების (ბალიშების) და სხვა საბაზისო ნაწილების შეცვლა
** ავტომობილის ვიზუალური შემოწმება და პრობლემის წინასწარი იდენტიფიცირება
** სისუფთავის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სამუშაო ადგილზე

მოთხოვნები:

** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** ავტომობილების საბაზისო ტექნიკური ცოდნა
** სიზუსტე, პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა
** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 (+ბონუსი)
** მეგობრული სამუშაო გარემო
** განვითარების შესაძლებლობა

მდებარეობა: ავჭალა, ელეფთერ ანდრონიკაშვილის 139
სამუშაო გრაფიკი: 11:00-20:00
ვაკანსიის ვადა: 30.09-30.10

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ან მოკლე ინფორმაცია მეილზე: pointautopservice@gmail.com

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 577 17 99 90
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე