Робота для біженців з України
უძრავი ქონების გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი/ლიდერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი/ლიდერი
მომწოდებელი: REA Investment
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
"REA Investment" წარმოადგენს კომპანიას, რომელსაც უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით აქვს 8-წლიანი გამოცდილება აჭარის ბაზარზე. კომპანია უზრუნველყოფს კვლევებს, ანალიზსა და საკონსულტაციო მომსახურებას პოტენციური კლიენტებისათვის.

"REA Investment" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის (ლიდერი) პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი:

** 5 (ხუთი) სამუშაო დღე კვირაში (10:00-18:00);
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი მოთხოვნები:

** უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, არანაკლებ 2 წელი;
** ინგლისური/რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა (მეტყველება, წერა);
** CRM სისტემაში მუშაობის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების გუნდის, გაყიდვების პროცესის ეფექტური მართვა და ზრუნვა გაუმჯობესებაზე;
** მარკეტინგული ხედვა, კომპანიის მარკეტინგის გუნდთან აქტიური ჩართულობა და შესაბამისი ამოცანების დასახვა;
** გაყიდვების სტრატეგიების განსაზღვრა, გეგმის შედგენა და სრული ციკლის მონიტორინგი;
** გუნდის განვითარების მიზნით ამოცანების ჩამოყალიბება, მენეჯმენტთან შეთანხმება და განხორციელება;
** მომხმარებელთა ბაზის განახლება;
** თანამშრომლებისთვის ყოველკვირეული/ყოველდღიური შეხვედრები, ამოცანების დასახვა და თვის ანალიზი/რეპორტინგი;
** პარტნიორთა ბაზის მუდმივი განახლება და მათი შედეგების მონიტორინგი

უნარები:

** ძლიერი ლიდერობის და გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების მართვის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარი

გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hreainvestment@gmail.com სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების გუნდის ლიდერი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენი მონაცემების გაგზავნით, ადასტურებთ თანხმობას "პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე, "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ"კანონმდებლობის შესაბამისად. გამოგზავნილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არაუმეტეს 6 თვისა. კანდიდატურა შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე