Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=670677&print=yes&view=jobs
 
IT აკადემიის პროექტების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT აკადემიის პროექტების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
"საქართველოს უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას IT აკადემიის პროექტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველოს უნივერსიტეტი
დასაქმების ტიპი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** IT აკადემიაში არსებული კურსების შეთავაზება გარე კომპანიებსა და ორგანიზაციებს, თანამშრომელთა გადამზადების მიზნით;
** თანამშრომლობა კომპანიებთან მათი საჭიროებების იდენტიფიკაციისა და შესაბამისი სასწავლო პროგრამების შეთავაზებისთვის;
** სოციალური მედიის (Facebook) და ვებ-გვერდის ადმინისტრირება, ახალი კურსებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციის დროული განახლება;
** ახალი საგანმანათლებლო პროექტებისა და ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება;
** აკადემიის აქტივობებისა და პროექტების პოპულარიზაცია, პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარება;
** მიმდინარე პროექტების მონიტორინგი და შედეგების შეფასება.

კვალიფიკაციის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია IT, ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** პროექტების მართვის გამოცდილება (საგანმანათლებლო ან ტექნოლოგიური სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური და ქართული ენების კარგად ცოდნა (სხვა ენები უპირატესობაა);
** კომუნიკაციის, დაგეგმვისა და ორგანიზების ძლიერი უნარები;
** შედეგზე ორიენტირებულობა და გუნდში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ და კარიერულ განვითარებას;
** შესაძლებლობას იმუშაო თანამედროვე საგანმანათლებლო პროექტებზე;
** მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: IT აკადემიის პროექტების განვითარების მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია