Робота для біженців з України
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ლოჯისტიკური ცენტრი
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
"პალიტრა ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია "ლოჯისტიკური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა;
** პერსონალის პირადი საქმეების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების შედგენა/შენახვა/განახლება;
** თანამშრომელთა დაზღვევის სისტემების მართვა: შესაბამისი ცვლილებების დროულად და სწორად განხორციელება;
** ადმინისტრირების მიმართულებით სხვადასხვა რეპორტების წარმოება სამუშაო პროცესის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
** ხელფასების დამუშავება და მონიტორინგი;
** თანამშრომელთა ადაპტაციის პროცესის (onboarding) მხარდაჭერა;
** შესრულების შეფასებების და ტრენინგების მონიტორინგი;
** შიდა კომუნიკაციის მხარდაჭერა და პრობლემების დროული მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კანონმდებლობის და შესაბამისი ბრძანებების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: ქიზიყის ქუჩა #50ბ

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 ოქტომბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე