Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=670644&print=yes&view=jobs
 
მარაგების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარაგების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.

გაგვიცანი უფრო ახლოს: http://www.ch.ge

ამჟამად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას მარაგების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა N36
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბიზნეს ამოცანების შესაბამისად, მარაგების მართვის სრული ციკლის დაგეგმვა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა/კონტროლი;
** კომპანიის მარაგების ოპტიმალური დაგეგმვის პროცესის მართვა;
** მარაგების მიწოდების ჯაჭვის გამართვა და ეფექტიანი მართვა, მუდმივი გაუმჯობესება;
** კომპანიის მასშტაბით, მომწოდებლებისგან მარაგების მიღების, დასაწყობებისა და ქსელისთვის მიწოდების პოლიტიკის შემუშავება;
** მარაგების მართვის განყოფილების სამუშაო პროცესის მართვა; დაქვემდებარებულების მიერ, სამუშაოს შესრულების ხარისხისა და ვადების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;

დამატებითი უნარები:

** პასუხისმგებლობიანი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მზარდი შრომითი ანაზღაურება;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მარაგების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი".

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "სუფთა სახლი"ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია