Робота для біженців з України
მერჩენდაიზინგის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზინგის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ლაქტალის ჯორჯია - სანტე
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზინგის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
განაკვეთი: სრული;

ძირითადი მოვალეობები:

** მერჩენდაიზერთა გუნდის მართვა, მხარდაჭერა და მონიტორინგი;
** განსაზღვრული პერიოდულობით ობიექტებზე ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** სარეკლამო მასალების და ინვენტარის განაწილება/აღწერა;
** ობიექტების მიხედვით მიღებული მასთრეინჯის გაწერა/ცვლილებების შეტანა, მერჩენდაიზერებთან შეტყობინება;
** რეპორტინგის წარმოება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მერჩენდაიზინგის, გაყიდვების ან/და მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com. გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - მერჩენდაიზინგის სუპერვაიზერი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ოქტომბერი.

გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე