Робота для біженців з України
დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ლაქტალის ჯორჯია - სანტე
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაოს დაწყებამდე საჭირო ინვენტარის მომზადება (შესაფუთი მასალა, ჭიქა, თავსახური და ა.შ);
** მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვებამდე მათი მომზადება: ტექნიკური გამართულობის კონტროლი, დანადგარების რეცხვის კონტროლი;
** სარეგისტრაციო ფურცლების შევსება და მათი მუდმივი კონტროლი;
** მანქანა-დანადგარების გაშვება;
** დაფასოებული პროდუქციის ხარისხის, იერსახის (ზომა, წონა და ა.შ.) და შეფუთვის (ჰერმეტულობა, წარმოების და შენახვის ვადები და ა.შ.) მუდმივი კონტროლი;
** მანქანა-დანადგარების მუშაობის კონტროლი;
** სამუშაოს დასრულების შემდეგ დანადგარის მოწესრიგება და სპეციალური დამუშავება;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე;
** ოპერატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com. გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - დანადგარის ოპერატორი ან დარეკოთ ნომერზე +995 591 12 83 61.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 29 ოქტომბერი

გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე