დასახელება:
შეკვეთების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
მარშე
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
|
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.
"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შეკვეთების კოორდინატორი
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 35 სთ
ანაზღაურება: 1000 ₾
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ.N5
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტებიდან შეკვეთების მიღება და საამქროებში გადანაწილება;
** პროდუქციის ობიექტებზე გაგზავნა საჭიროებისამებრ;
** პროდუქციის ტრანსპორტირების ორგანიზება ლოჯისტიკის ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** ახალ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, პროდუქციის ასორტიმენტის, ფასების გაცნობა და შეთავაზება;
** საწყობის ნაშთების კონტროლი საჭიროების შემთხვევაში.
ძირითადი მოთხოვნები:
** გამართული მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით, თუ ეძებ ახალ გამოწვევებს მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შეკვეთების კოორდინატორი".
|
|
|
|