დასახელება:
წარმოების მენეჯერის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
კრიალა
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
|
კომპანია "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტანდარტის მიხედვით ხარისხის კონტროლისა და მართვის სისტემის შემუშავება და დანერგვა;
** საწარმოო პროცესებში ხარვეზებისა და რისკების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
** მიმდინარე საქმეების მუდმივი რეპორტინგი ხელმძღვანელთან წინასწარ შეთანხმებული ვადებით, ხარისხითა და ფორმებით;
** ხარისხის კონტროლის მიმართულებით თანამშრომლებისთვის მუდმივად განახლებული ინფორმაციის მიწოდება;
** ნედლეულის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობში არსებულ ნედლეულის ნაშთებზე კონტროლი;
** დეფექტაციის აქტის შედგენა ;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება ფუნქციონალურ ჭრილში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ძირითადი საწარმოო პროცესების, ნორმებისა და წესების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების უნარი.
სამუშაო განრიგი: კვირაში 6 სამუშაო დღე - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 18:00 სთ, შაბათი - 10:00 - 16:00 სთ; დასვენება - კვირა დღე ;
ანაზღაურება: 1200 ლარი (საწყის ეტაპზე);
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ქიზიყის ქუჩა # 50 ბ.
შენიშვნა : დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@kriala.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@kriala.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|