Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=670495&print=yes&view=jobs
 
ქსელის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ინჟინერი
მომწოდებელი: სმარტ ნეტი
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
"Smart-Net" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ინჟინრის პოზიციაზე.

სმარტ ნეტი წამყვანი IT კომპანიაა საქართველოში. ჩვენ უკვე 15 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვანვითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

ჩვენ გთავაზობთ:

** საერთაშორისო პროექტებში ჩართულობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** პროფესიული IT ტრენინგების დაფინანსებას;
** ინდუსტრიული სერტიფიკატების დაფინანსებას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელების პროექტების წარმართვა, სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში;
** ქსელების დაგეგმარება, გამართვა და მხარდაჭერა;
** დამკვეთების კონსულტაცია, ტექნიკური და ბიზნეს ამოცანების დამუშავება;
** პროდუქტების შერჩევა - ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი სპეციფიკაციის პროდუქტების შერჩევა;
** სისტემის იმპლემენტაცია - აპარატურულ - პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ინტეგრაცია დამკვეთის გარემოში;
** ქსელის წარმადობის კონტროლი/დიაგნოსტიკა, ხარვეზების აღმოჩენა და კავშირის პრობლემების დიაგნოსტიკა და გამოსწორება;
** როუტერების, სვიჩების, ფაიერვოლების და WiFi-ს კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
** ტექნიკური დავალების შედგენა;
** პროდუქტების ან ტექნიკური გადაწყვეტილებების წარდგენა/პრეზენტაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** LAN, WAN, DC, VPN და SP ტექნოლოგიების ცოდნა;
** ქსელურ ბრანდმაუერებთან მუშაობის გამოცდილება (Cisco, HPE, Ruckus, Fortinet და ა.შ.);
** დიდ განაწილებულ IP ქსელებთან სამუშაო გამოცდილება;
** ქსელური უსაფრთხოების გადაწყვეტილებების ცოდნა: VPN, Firewall, IPS;
** მარშრუტიზაციის და კომუტაციის ტექნოლოგიების ცოდნა: EIGRP, OSPF, BGP, MPLS, STP, RSTP, MSTP, VTP;
** CCNA/CCNP/CCIE სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
** Python, Ansible და REST API ავტომატიზაციის სისტემებთან სამუშაო გამოცდილება;
** ქსელური არქიტექტურის დაგეგმვის/დიზაინის საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა;
** ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების ადვილად ათვისების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მკაფიო კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალური;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ განაცხადი გამოაგზავნოთ info@smart-net.ge მისამართზე, სასურველი პოზიციის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ქსელის ინჟინერი).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია