Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=670479&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
კომპანია "უნისონი" რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით ეძებს იურისტს.

პოზიცია: იურისტი
სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. N19
სამუშაო საათები: 09:30-18:30
ანაზღაურება: 2000 (net)
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის სასამართლო ინტერესების დაცვა (სამოქალაქო, ადმინისტრაციული)
** პროცესუალური დოკუმენტების მომზადება (სარჩელები, საჩივრები, განცხადება, შუამდგომლობები);
** სასამართლო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და კომპანიის პოზიციის დაცვა;
** მოლაპარაკებების წარმოება დავების ალტერნატიული გზით მოგვარების მიზნით (მედიაცია, შეთანხმება);
** სასამართლო პრაქტიკის, კანონმდებლობისა და რეგულაციების მონიტორინგი და ანალიზი;
** კომპანიის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციის მომზადება და რევიზია;
** კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
** ზედამხედველობის ორგანოებთან (მაგ. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური) კომუნიკაცია სამართლებრივ საკითხებში.

საჭირო გამოცდილება:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტად, საიმისოდ რომ დამოუკიდებლად შეძლოს პროცესების მართვა;
** საპროცესო გამოცდილება - აუცილებელია:
** მინიმუმ 2-3 წლიანი პრაქტიკა სასამართლო პროცესებში
** სასამართლო სტრატეგიის დაგეგმვისა და დაცვის უნარი;
** კომერციული სამართლის, საგადასახადო ან სადაზღვევო სამართლის ცოდნა - ჩაითვლება უპირატესად.
** ინგლისური - პროფესიული (სასამართლო დოკუმენტების მომზადება, საკანონმდებლო ანალიზი);
** რუსული - სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო;

უნარები:

** ძლიერი ანალიტიკური და არგუმენტაციის უნარი;
** სამართლებრივი წერის მაღალი სტანდარტ
ის უნარი;
** მოლაპარაკებებისა და პოზიციის ეფექტურად დაცვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "იურისტი".
გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია