დასახელება:
საწყობის მენეჯერი, დისტრიბუტორი
|
მომწოდებელი:
კლინტექი
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
|
კომპანია "კლინტექი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერისა და დისტრიბუტორის პოზიციაზე.
https://zoma.ge/
თუ თქვენ ხართ მოტივირებული, პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული და გსურთ დასაქმება პროფესიონალურ გარემოში, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ბათუმი, აეროპორტის მიმდებარე დასახლება
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: 2300 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის მართვა და ოპერაციების კონტროლი: ტვირთის მიღება, აღწერა და ორგანიზება.
** დალაგება და სისტემატიზაცია: პროდუქციის სწორად განთავსება საწყობში.
** ავტომობილის დატვირთვა და დისტრიბუცია: დროული და სწორი დატვირთვა და პროდუქციის მიწოდება ქსელში მანქანით.
** დისტრიბუცია: პროდუქციის დროული მიწოდება კლიენტებთან ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვით.
** საწყობის მენეჯერის სხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია)
** ავტომობილის მართვის უნარ-ჩვევები (B კატეგორიის მართვის მოწმობა)
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა
** გუნდში მუშაობისა და ორგანიზებულობის უნარი
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr.zoma1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიცია.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "კლინტექ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს " კლინტექმა" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "კლინტექში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის 5 ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე INFO@ZOMA.GE
|
|
|
|