დასახელება:
ფინანსური ასისტენტი
|
მომწოდებელი:
Travel Door Georgia
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
|
ტურისტული კომპანია "Travel Door Georgia" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე.
"Travel Door Georgia" არის ტურისტული სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში 2017 წლის მარტში. ჩვენ ვთავაზობთ ტურისტულ მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარშემო.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად
გრაფიკი: 40 საათი კვირაში
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტიანად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კომპანიაში დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების (გაყიდვები, მომგებიანობა, ხარჯები) ყოველდღიური კონტროლი;
** დებიტორებისა და კრედიტორების ანალიზი;
** ბუღალტერთან შეთანხმებული, კომპანიისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და ორგანიზება (რაც ეხება ტურისტულ პაკეტებს, მომხმარებლების ინფორმაციას, მათ საგადახდო პროცედურებს და ა.შ);
** კომპანიის მიერ გაყიდული თითოეული ტურ-პაკეტის მოგება-ზარალის ანალიზი
** გადარიცხვების წარმოება;
** შიდა აუდიტის პროცედურების ჩამოყალიბება/გაუმჯობესება;
** ყოველკვირეული- ყოველთვიური რეპორტინგი;
** ანგარიშგებების მომზადება დაინტერესებული მხარებიისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირება/ფინანსების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე
** საგადასახადო კანონმდებლობის და ბუღალტერიის ცოდნა;
** MS Office - განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** ძლიერი ანალიტიკური უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე Hr@traveldoor.ge
|
|
|
|