დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
მილროი
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
|
"მილროი" - 1 წელია რაც თბილისში გაიხსნა და აერთიანებს მსოფლიოს საუკეთესო სასმელების ასორტიმენტს.
ვაკანსია: მოლარე-კონსულტანტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, რ.თაბუკაშვილის 42 (ოპერის უკან)
სამუშაო გრაფიკი: კვირიდან - ხუთშაბათის ჩათვლით ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკი), 12:00 - 22:00, პარასკევი შაბათი 12:00 -17:45 ან 17:45 - 23:30.
ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
შენი პასუხისმგებლობები იქნება:
** მაღაზიაში მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის და თავაზიანი მომსახურების გაწევა
** პროდუქციის თეისთინგი მომხმარებელთან
** ონლაინ შეკვეთების მომზადება
** სალაროსა და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა
** პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** პროდუქციის რაოდენობის და ფასების კონტროლი
** მაღაზიაში სისუფთავისა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა (დასუფთავებაზე ცალკე ადამიანი მუშაობს)
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:
** საუბრობს ქართულად და ფლობს სასაუბრო ინგლისურს
** გამოირჩევა პასუხისმგებლობით, კომუნიკაბელურობით და პუნქტუალურობით
** სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას
** არის დეტალებზე ორიენტირებული
** მოლარედ ან კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს - მუშაობთ ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკით)
** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (1100 ლარი ხელზე ასაღები)+ ბონუსი გაყიდვებიდან
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** სამუშაოს დაწყებამდე თქვენ გაივლით 2 დღიან ტრენინგს, ბრენდის სტანდარტების შესაბამისად
თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი - გამოგზავნე შენი რეზიუმე ფოტოსთან ერთად შემდეგ მისამართზე: ms.trade.local@gmail.com სათაურში მიუთითე: "მოლარე-გამყიდველის პოზიცია".
|
|
|
|