დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ნავნე
|
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 27 ოქტომბერი
|
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ამოცანებია:
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია და პროდუქტის სწორი პრეზენტაცია
** დამატებითი შეთავაზებების გაკეთება (cross-sell, up-sell) და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტის შერჩევა
** ყოველდღიური/ყოველთვიური გეგმების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აქტიური გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კომუნიკაციის ძლიერი უნარები - დამარწმუნებელი, თავაზიანი, აქტიური
** პოზიტიური და მოტივირებული დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ
** პასუხისმგებლიანი მიდგომა დათქმულ გეგმებთან მიმართებაში
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ანაზღაურება: 1400-2000 ლარი
** 7 საათიანი სამუშაო ცვლა, კვირაში 2 დასვენების დღე,
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** კონკურენტული ანაზღაურება და ბონუს სისტემა გაყიდვების შედეგებზე დაყრდნობით
** სტაბილური და მზარდი სამუშაო გარემო
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ლოკაცია.
რეზიუმეს ან/და პირადი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ნავნემ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს ან/და პირადი მონაცემების გამოგზავნიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
მონაცემების შენახვის მიზანია, რომ დამსაქმებელმა განიხილოს თქვენი კანდიდატურა როგორც მიმდინარე ვაკანსიაზე, ასევე მომავალში გამოქვეყნებულ პოზიციებზე და შეგეხმიანოთ შესაბამის შემთხვევაში.
იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, მოგვწერეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@navne.ge
|
|
|
|