დასახელება:
საწყობის უფროსი მოადგილე
|
მომწოდებელი:
ჯეოსტარი
|
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროს მოადგილის თანამდებობაზე თბილისში.
შპს "ჯეოსტარი" დაფუძნდა 1995 წელს და არის ერთ-ერთი წარმატებული სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორებიც არიან: BIC, Papia, Familia, Avedov, Zlato, Bonduelle, Pompea, Sisi, Filadoro, Glamur Parex, Dalan და ა.შ
სამუშაო აღწერილობა:
** საწყობის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღება-გაცემის, ნაშთების პროგრამულ მონაცემებთან და საბუღალტრო დოკუმენტაციასთან შედარება და სიზუსტის კონტროლი.
** კომპანიის საწყობებში არსებული ბრუნვის კონტროლი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სასაქონლო მარაგების კონტროლი, ფაქტიური ნაშთების და პროგრამული მონაცემების ურთიერთშედარება.
** შეკვეთების აგროვება და მონიტორინგი, საჭირო ზომების მიღება მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.
** ყოველდღიური რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.
** საწყობის პერიოდული აღწერა, ფაქტობრივი მონაცემების შედარება ელექტრონულად აღრიცხულ მონაცემებთან;
** აღრიცხვის აქტების მომზადება
** სხვა დავალებების შესრულება, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი; დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მართვის და მოტივაციის უნარი.
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
მდებარეობა: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, სამგორის ქუჩა 36 ბ
** კორპორატიული ნომერი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სამუშაო საათები: 9:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა)
** ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი
კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@geostar.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შპს " ჯეოსტარ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს "ჯეოსტარი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
შპს "ჯეოსტარი "კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|