Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=670208&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება სეისმური მონიტორინგის ცენტრში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება სეისმური მონიტორინგის ცენტრში
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ღამის მორიგის პოზიციაზე მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახურში. სტაჟირება გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში და წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატი დასაქმდება მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახურში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიწისძვრების მონიტორინგი, მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა ბაზაში გადატანა;
** დიდ მიწისძვრაზე ოპერატიული რეაგირება;
** საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება (საჭიროების შემთხვევაში);

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უპირატესობა მიენიჭებათ ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულების (ფიზიკა, მათემატიკა, გეოლოგია) სტუდენტებს;

ქცევითი კომპეტენციები:

** ოპერატიულობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პუნქტუალობა;

სამუშაო პირობები: არასრული სამუშაო გრაფიკი, კვირაში არაუმეტეს 20 საათისა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: ies@iliauni.edu.ge 5 ოქტომბრის ჩათვლით (გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სტაჟირება ღამის მორიგე - მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახური").

დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია