დასახელება:
ექიმი/ექთანი
|
მომწოდებელი:
სქილვილ
|
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
"სქილვილის" კოლეჯი აცხადებს ექიმის/ექთნის პოზიციაზე.
ლოკაცია: ბათუმი
ფუნქცია-მოვალეობები:
** საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტებს/მსმენელებსა და კოლეჯის პერსონალს უწევს პირველად გადაუდებელ დახმარებას;
** აკონტროლებს პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ჯანმრთელობის მდგომარეობას;
** გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში იძახებს სასწრაფო სამედიცინო სამსახურს;
** ავლენს და აკონტროლებს კოლეჯში გავრცელებულ გადამდებ დაავადებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** აწარმოებს ინციდენტების აღრიცხვის ჟურნალს;
** აწარმოებს პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისათვის საჭირო ინვენტარისა და სამკურნალო საშუალებების აღრიცხვასა და ვადიანობის კონტროლს;
** მონაწილეობას იღებს პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მექანიზის შემუშავებაში;
** საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისა და კოლეჯის მისიის, ხედვისა და მიზნების მიღწევის პროცესში აქტიურად თანამშრომლობს კოლეჯის სხვა პერსონალთან;
** ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რომელიც დაკავშირებულია სქილვილის ყოველდღიური საქმიანობის, მოქმედი კანონმდებლობისა და კოლეჯის შიდა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან;
** ასრულებს ხელმძღვანელის სხვა დავალებებს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება საექთნო საქმეში ან უმაღლესი განათლება
** ექთნად/ექიმად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
** ეფექტური კომუნიკაცია;
** დეტალებზე ორიენტირება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ბათუმი;
** განაკვეთი: ნახევარი;
** არჩეულ კანდიდატს გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება, 6 თვიანი საგამოცდო ვადით.
** ვაკანტური ადგილი: 1.
კანდიდატის შერჩევის ეტაპები:
** კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
** კონკურსის შედეგების განსაზღვრა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილება მიიღება კომისიური წესით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 ნოემბრისა.
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2025 წელი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, დოკუმენტების მიღების ვადაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, განათლების და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მეილზე: a.idadze@skillwill.edu.ge, საბჯექთში მიუთითეთ პოზიციის სახელი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|